3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული 26 მოსამართლე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ განაწესა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3 ნოემბერს უვადოდ დანიშნული მოსამართლეების სია გამოაქვეყნა:
- 3 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გაიმართა კენჭისყრა სამი წლის ვადით დანიშნული მოსამართლეების უვადოდ განწესებასთან დაკავშირებით.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით თანამდებობაზე უვადოდ განწესდნენ მოსამართლეები:
ბარამიძე ია - ოზურგეთის რაიონული სასამართლო
ბერეკაშვილი ქეთევან - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
გოგალაძე ირმა - ხაშურის რაიონული სასამართლო
გოგატიშვილი ნინო - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
გოგოლაძე ირინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
ეპიტაშვილი თეონა - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია
ვარდანიძე გვანცა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
ვატიტაძე გრიგოლ - თელავის რაიონული სასამართლო
ზათიაშვილი ვერიკო - თელავის რაიონული სასამართლო
თაყაძე თეა - გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
თხელიძე ქეთევან - ქუთაისის სა ქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
კლდიაშვილი ლაშა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
კოპალიანი კონსტანტინე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
კოჭლამაზაშვილი არჩილ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მარშანია ნათია - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
ოტიაშვილი ბაია - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
უბილავა გიზო - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
შჩერბაკოვი ნინო - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
ჩაგუნავა კობა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
ჩიქოვანი გვანცა - ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში
ცაგარეიშვილი ლელა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
ხუსკივაძე ირაკლი - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომისა კოლეგია
ჯინჯოლია მიხეილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
ლომიძე ალექსანდრე - სიღნაღის რაიონული სასამართლო
ფურცხვანიძე ფატი - ზუგდიდის რაიონული სასამართლო
ჭინჭარაული ლელა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „სასამართლოს გუშაგი“. როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, სამი მოსამართლე პროცედურის დარღვევით დანიშნეს, რადგან მათ კანონით დადგენილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის ნაცვლად, თანამდებობაზე 4 წელი დაჰყვეს და, შესაბამისად, საბჭომ გადაწყვეტილება ერთი წლის დაგვიანებით მიიღო.
მათივე ცნობით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ნინო გიორგაძის გარდა, ყველა მოსამართლე დანიშნა უვადოდ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 1-ელ დეკემბერს ეწურებოდათ.
“2023 წლის, 3 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საერთო ჯამში უვადოდ დანიშნა 26 მოსამართლე. მათგან 23 მოსამართლე 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით, 2020 წლის 1-ელ დეკემბრიდან ახორციელებდა სამოსამართლო საქმიანობას, ხოლო 3 - 2019 წლის 3 ივნისიდან (მოსამართლეები: ალექსანდრე ლომიძე, ფატი ფურცხვანიძე და ლელა ჭინჭარაული).
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ნინო გიორგაძის გარდა, ყველა მოსამართლე დანიშნა უვადოდ, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 1-ელ დეკემბერს ეწურებოდათ. რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ნინო გიორგაძის არდანიშვნა, რომელსაც საბჭომ გასაუბრებაზე გასვლის შესაძლებლობაც კი არ მისცა, ატარებს სანქციის შინაარსს მოსამართლის წინააღმდეგ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.