შვედური Archer-ის ტიპის რვა საარტილერიო სისტემა უკრაინას უკვე გადაეცა.
ამის შესახებ ეროვნული მაუწყებელი SVT შვედეთის თავდაცვის მინისტრ პალ ჯონსონის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. თვითმავალი იარაღი უკრაინას იანვარში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიეწოდა.
Archer მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე საარტილერიო სისტემაა, რომელსაც ჭურვების სროლა 50 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია.
სტოკჰოლმმა უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია. სკანდინავიურმა ქვეყანამ აგვისტოში 200 მილიონი დოლარის ღირებულების მე-14 დახმარების პაკეტი წარადგინა, რომელიც ძირითადად საარტილერიო საბრძოლო მასალისგან შედგებოდა. შვედეთი უკრაინისთვის Gripen-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას განიხილავს.