აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს თურქეთს ეწვევა.
ჯერჯერობით უცნობია, ვის შეხვდება ბლინკენი თურქეთში, თუმცა ცნობილია ის, რომ ვიზიტი ხვალ შუადღემდე გაგრძელდება.
ბლინკენის თურქეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, შაბათს, თურქეთმა ისრაელიდან ელჩი, საკირ ოზქან ტორუნლარი გაიწვია იმის გამო, რომ ქვეყანამ „ჰამასთან“ ომში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.
თურქეთში ჩასვლამდე ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში იმყოფებოდა. ისრაელში ის ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა, იორდანიის დედაქალაქ ამანში კი საუდის არაბეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრებს და პალესტინის წარმომადგენლებს.