ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს საქმიანობა განუსაზღვრელი დროით შეუჩერა.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფდა მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს განცხადებას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორის წინააღმდეგ ბირთვული ბომბის გამოყენება შესაძლებელია.
„ამიჩაი ელიაჰუს სიტყვები მოწყვეტილია რეალობას. ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ ზიანის მიყენება უდანაშაულო ადამიანებისთვის და ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას გამარჯვებამდე,“ - ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
მემკვიდრეობის მინისტრის განცხადება ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის უნდა გადადგეს.
„რადიკალების არსებობა მთავრობაში საფრთხეს გვიქმნის ჩვენ და ომის მიზნებს, რომელიც „ჰამასის“ დამარცხებას და ყველა მძევლის დაბრუნებას ითვალისწინებს. ნეთანიაჰუმ ამიჩაი ელიაჰუ თანამდებობიდან დღეს დილითვე უნდა გაათავისუფლოს,“ - განაცხადა იაირ ლაპიდმა.
ელიაჰუმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ბირთვული ბომბის ჩამოგდება "ერთ-ერთი ვარიანტია და რომ „მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზაში არ არსებობს."
მინისტრმა განმარტა, რომ მისი განცხადება "მეტაფორული" იყო.
მინისტრმა განმარტა, რომ მისი განცხადება "მეტაფორული" იყო.