ზელენსკი: ნიდერლანდების F-16-ები უკვე რუმინეთის სასწავლო ცენტრშია

უკრაინის პრეზიდენტი ნიდერლანდებს და მის პრემიერ-მინისტრს უკრაინის მხარდაჭერის ლიდერობისთვის მადლობას უხდის. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, F-16-ები, რომლებზეც უკრაინელმა პილოტებმა მომზადება უნდა გაიარონ, უკვე რუმინეთში ჩაფრინდნენ.

„დღეს მნიშვნელოვანი ეტაპია: ხუთი ჰოლანდიური F-16 უკვე ჩამოვიდა რუმინეთის სასწავლო ცენტრში. ჩვენ ვაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა F-16-ები უკრაინის ცაზე რაც შეიძლება მალე გამოჩნდნენ,“ - წერს ზელენსკი X-ზე.