ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ F-16-ის ტიპის ხუთი საბრძოლო თვითმფრინავი ახლა რუმინეთში, ევროპის სასწავლო ცენტრისკენ (EFTC) მიემართება. თვითმფრინავი უკრაინელი პილოტების მომზადებისთვის არის განკუთვნილი.
ნიდერლანდები და დანია უკრაინისთვის მეოთხე თაობის ამერიკული თვითმფრინავების მიწოდების მიზნით, მოკავშირეების ძალისხმევას ხელმძღვანელობენ.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა 11 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნიდერლანდები უახლოეს კვირებში გადასცემს რუმინეთს F-16-ებს, რათა პილოტებმა სწავლების დაწყება შეძლონ.
მიუხედავად იმისა, რომ F-16-ის შესყიდვისა და სწავლების ტემპი გაიზარდა, სავარაუდოა, რომ პირველი უკრაინელი მფრინავები, რომლებიც F-16-ის ტიპის რეაქტიულ გამანადგურებლებზე წვრთნას გაივლიან, 2024 წლის ზაფხულამდე მზად არ იქნებიან.
მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ, უკრაინა ნიდერლანდისგან 42, ხოლო დანიისგან 19 გამანადგურებელ თვითმფრინავს მიიღებს.
დანიამ აგვისტოს ბოლოს დაიწყო F-16-ზე რვა უკრაინელი მფრინავის მომზადება სკრიდსტრუპის საჰაერო ბაზაზე. ამავე ბაზაზე წვრთნას გადის ასევე 65 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც თვითმფრინავების მომსახურება და მათი ბრძოლისუნარიანობის უზრუნველყოფა დაეკისრებათ.