ზელენსკი: დღეს უკრაინისა და მთელი ევროპის ისტორიაში სწორი ნაბიჯი გადაიდგა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია უკრაინასთან წევრობის ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, "სწორი ნაბიჯი" იყო კიევისა და ევროპისთვის.

„დღეს უკრაინის და მთელი ევროპის ისტორიამ სწორი ნაბიჯი გადაიდგა. ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში უნდა იყოს,“ - დაწერა ზელენსკიმ Telegram-ზე.

მან მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს.

მივესალმები დღევანდელ რეკომენდაციას ევროკომისიისგან, რათა დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ეს არის ძლიერი და ისტორიული ნაბიჯი, რომელიც გზას კვალავს უფრო ძლიერი ევროკავშირისკენ უკრაინასთან და მის წევრებთან ერთად.

მადლობას ვუხდი ევროკავშირსა და პირადად ურუსლა ფონ დერ ლეიენს უკრაინისა და ჩვენი ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. უკრაინა აგრძელებს რეფორმების გზას და ელოდება დეკემბერში ევროკომისიის გადაწყვეტილებას," - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.