ევროკომისია უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას იძლევა. კომისია ასევე რეკომენდაციას უწევს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ რაც შესაბამისი კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მიმართებაში იქნება კონკრეტული დათქმები.
„ევროკომისია უწევს რეკომენდაციას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მოლდოვასა და უკრაინასთან. კომისია ასევე რეკომენდაციას უწევს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას ბოსნიასა და ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც შესაბამისი კრიტერიუმები იქნება დაკმაყოფილებული და რეკომენდაციას ასევე კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი უკრაინაზე," - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.