საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარიზში ჩადის. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მშვიდობის ფორუმზე პანელში მიიღებს მონაწილეობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან ერთად.
„დავესწრები ამ ფორუმს, როგორც იყო დაგეგმილი და იმის გათვალისწინებით თუნდაც, რომ როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლის წინ შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.