საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.