ზელენსკიმ მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მომზადება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის მომზადების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას.

„მკაფიო პუნქტები. მკაფიო ინსტრუქციები. ჩვენ აბსოლუტურად მომზადებულები მივუახლოვდებით მოსალოდნელ ნაბიჯებს. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. დარწმუნებული ვარ, არ არსებობს ალტერნატივა იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემოკრატიული ევროპის საზღვრები შეესაბამებოდეს ევროკავშირის საზღვრებს, რადგან ეს არის ჩვენი საერთო ღირებულებების პოლიტიკური დაცვა, ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და კონტინენტზე მშვიდობისა და თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცი გასცა.