სლოვაკეთის ახალმა მთავრობამ უკრაინისთვის $43 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი არ მიიღო

სლოვაკეთის ახლად დანიშნულმა მთავრობამ უკრაინისთვის 40,3 მილიონი ევროს (43,2 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდებაზე უარი განაცხადა. ეს პაკეტი წინა მთავრობის მიერ იყო ინიცირებული.


რობერტ ფიცოს პარტიამ, რომელიც კიევისთვის სამხედრო დახმარების წინააღმდეგია, 30 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. პარტიამ კოალიციური მთავრობა მემარცხენე და ულტრანაციონალისტურ პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა.

„სლოვაკეთის მთავრობა დახმარებას გაუწევს უკრაინას ჰუმანიტარული და „არა სამხედრო გზით. ჩვენ გვინდა მშვიდობა და არა ომი,“ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა მატუს სუტაი ესტოკმა.

ფიცომ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ მისი მთავრობა სლოვაკური კომპანიებისგან იარაღის მიყიდვას ხელს არ შეუშლის. „თუ რომელიმე კომპანიას სურს იარაღის წარმოება და სადმე ექსპორტი, ამას არავინ შეუშლის ხელს, რა თქმა უნდა," - აღნიშნა ფიცომ.