საქართველო არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური ქვეყანა. და ჩვენ ორივე ქვეყანასთან, ორივე მეზობელთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს კეთილმეზობლური, ძმური, პარტნიორული ურთიერთობა, თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობის გარეშე არავითარი კეთილდღეობა არ იქნება. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა.
„პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური ქვეყანა. და ჩვენ ორივე ქვეყანასთან, ორივე მეზობელთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს კეთილმეზობლური, ძმური, პარტნიორული ურთიერთობა, თანამშრომლობა. თქვენ ახსენეთ სამმხრივი შეხვედრა. მე მქონდა შესაძლებლობა და მე ძალიან მადლიერი ვარ, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა საქართველოში ჩემი მოწვევით.
სილქროუდის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩვენ გვქონდა საშუალება რომ სამმხრივი მოლაპარაკებით, დიალოგი გაგვემართა. ვფიქრობ ეს იყო ძალიან კარგი დასაწყისი, ეს მიუთითებს რაზე, ეს მიანიშნებს იმაზე, იმ ნდობაზე რომელიც არსებობს ორივე ქვეყნის მხრიდან ჩემი მისამართით, ჩვენი მისამართით, ჩვენი ქვეყნის მიმართ ზოგადად. მაგრამ ეს თავისით არ იქმნება, ამას სჭირდება მუშაობა ურთიერთობა. სჭირდება ნდობის გამყარება გაღრმავება, რომელიც მე ვფიქრობ ბოლო პერიოდში ჩვენ ეს მოვახერხეთ. რა თქმა უნდა ჩვენ ახლა პანელზეც, მე ღიად ვთქვი, რომ საქართველო რჩება მიუკერძოებელ ნეიტრალურ ქვეყნად რომელიც დაინტერესებულია იყოს გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში. მშვიდობის გარეშე მეგობრებო არავითარი კეთილდღეობა არ იქნება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.