ევროკავშირი და ჩინეთი სამიტს გამართავენ

ევროკავშირი და ჩინეთი სამიტის გამართვას გეგმავენ. ეს ინფორმაცია გამოცემა Bloomberg-ს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპიკერმა დაუდასტურა.

გამოცემის ინფორმაციით, სამიტი 7-8 დეკემბერს ჩატარდება, თუმცა სპიკერი ამბობს, რომ კონკრეტული თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის.


Bloomberg-ი წერს, რომ ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი, ჩინეთში, პეკინის ხელმძღვანელობით, ოთხი წლის განმავლობაში პირველ სამიტზე გაემგზავრებიან. ჩინეთს ჯერ საჯაროდ არ დაუდასტურებია შეხვედრის თარიღი ან მისი ჩატარების ადგილი.