ფინეთის პოლიციამ პარასკევს განაცხადა, რომ გამოძიებამ ფინურ-ესტონური გაზსადენის დაზიანების საქმეზე აღმოაჩინა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გაზსადენის მახლობლად ზღვის ფსკერზე აღმოჩენილი ღუზა სავარაუდოდ, ჩინური NewNew Polar Bear-ის სატვირთო გემს ეკუთვნოდა.
მანამდე, 25 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ფინეთის პოლიცია ასევე ვარაუდობდა, რომ Balticconnector-ის დაზიანება ჩინურმა გემმა გამოიწვია.