რუსეთი მოსკოვის ოლქში დრონით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის შენაერთებმა მოსკოვისა და სმოლენსკის ოლქების თავზე ორი უპილოტო თვითმფრინავი შეაკავეს.

მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ კოლომნის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ 10 ნოემბერს, ღამით აფეთქებების ხმა გაიგეს.


ადგილობრივი მედიის თანახმად, აფეთქებები საინჟინრო ბიუროს მახლობლად მოხდა, ეს არის სახელმწიფო თავდაცვის საწარმო, რომელიც სარაკეტო სისტემების წარმოებაშია სპეციალიზირებული. უკრაინული მედია, რომელიც ამის შესახებ იუწყება, წერს, რომ ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებს. უკრაინას 10 ნოემბრის სავარაუდო თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდასხმების შესახებ ცნობები გახშირდა 2023 წლის ზაფხულიდან, კიევი კომენტარს იშვიათად აკეთებს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო.