ბორელი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს, აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინისადმი დიდი ალბათობით, შემცირდება

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარება სავარაუდოდ, შემცირდება, ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნები პოლიტიკურად მზად უნდა იყვნენ ამ ფონზე უკრაინის მხარდასაჭერად.

„ჩვენ გვაქვს ბევრი პრობლემა, რომელიც გამოსცდის ევროკავშირს. პირველ რიგში, უკრაინა, სადაც რუსეთზე გამარჯვების პერსპექტივა არ არის მყისიერი. ჩვენ, ევროპელები, რომლებსაც გვაქვს ამის საშუალებები, მზად უნდა ვიყოთ, პოლიტიკურად, გავაგრძელოთ უკრაინის დახმარება, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის მხარდაჭერა სავარაუდოდ შემცირდება,“ - განაცხადა ბორელმა.


ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის გამოყოფის შესახებ. დაფინანსების შეფერხებამ აიძულა შეერთებული შტატები, დაეწყო კიევისთვის სამხედრო დახმარების ნაკადის შეზღუდვა, რადგან პენტაგონს მხოლოდ $1 მილიარდი აქვს დარჩენილი იარაღის მარაგის შესავსებად. 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით უკრაინას 44 მილიარდი დოლარის ღირებულების უსაფრთხოების დახმარება გაუწია. აშშ კრაინაში დახმარების ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.