ისლანდიაში ვულკანის აქტივობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისლანდიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მიწისძვრების სერიამ ვულკანის ამოფრქვევის შიში გამოიწვია. ისლანდიის მეტეოროლოგიურმა ოფისმა (IMO) განაცხადა, რომ  რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ან მის მახლობლად, ვულკანის ამოფრქვევის მნიშვნელოვანი რისკი არსებობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამოფრქვევა შეიძლება, ნებისმიერ დროს ან უახლოეს დღეებში დაიწყოს.


ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. დედაქალაქ რეიკიავიკიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ გრინდავიკიდან 4000 მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.

რეიკიანესის ნახევარკუნძული სეისმურად ყველაზე აქტიური ტერიტორიაა ისლანდიაში.

მიწისძვრები 2022 წლის აგვისტოში და მიმდინარე წლის ივლისში მოხდა.

ისლანდიაში სულ 33 აქტიური ვულკანური სისტემაა.