პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონი განათავსა

პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონი განათავსა, რომელიც სამხრეთ კორეაში წარმოებული K2-ის ტიპის ტანკებით არის აღჭურვილი. იტყობინება პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო.


ახალი სატანკო ბატალიონი ბრესტის რეგიონში, ბელარუსთან საზღვარზე მდებარე დასახლებაში განლაგდება.

„ჩვენ ვიცით საფრთხეების შესახებ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კრემლის მმართველებმა დაიწყეს ომი, რადგან მათ სურთ რუსეთის იმპერიის აღდგენა... ამიტომ ვაძლიერებთ არმიას, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენს სამშობლოზე თავდასხმა .. ვაფუძნებთ ახალ სამხედრო ნაწილებს,“ - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა.

ცნობილია, რომ აღმოსავლეთიდან საფრთხის შემთხვევაში, ახალი ქვედანაყოფის ამოცანა იქნება ეფექტიანი ბარიერის შექმნა მტრის შეტევითი მოქმედებების შესაჩერებლად.

შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. ვარშავა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს.