რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გააორმაგა

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ ბელორუსის საზღვართან მდებარე ქალაქ კოდენში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია.

მიმდინარეობს არსებული დანაყოფების შევსება და სამი ახალი განყოფილების შექმნა. ასევე გაძლიერებულია პოლონეთის სამხედრო ყოფნა ბელორუსის საზღვარზე.

ცნობისთვის, პოლონეთში Leopard-ის ტიპის ტანკების სარემონტო ცენტრი 23 ივლისს ამოქმედდა.

პოლონეთი უკრაინის მნიშვნელოვანი მოკავშირეა რუსეთთან ომში.