თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა

თენგიზ კიტოვანი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.


თენგიზ კიტოვანი იყო „საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს“ წევრი 1992 წლის 6 იანვრიდან ამავე წლის 10 მარტამდე, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში, გენერალი. სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი.


1992-1993 წლებში მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. 1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეიწყალა. 2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. ის საქართველოში 2012 წელს დაბრუნდა.