აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაცია აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა გაავრცელა. ინფორმაცია Europetime-ს ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში პრეპარატის 4 დოზა შემოვიდა.
2023 წლის აპრილში მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში შემოტანის მოთხოვნით უწყვეტი პროტესტი დაიწყეს.
იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად 24 მაისს დაემატა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, აქონდროპლაზიის მქონე ადამიანები პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობით უზრუნველყოს, რაც წამლის გარდა, გულისხმობს ყველა სხვა საჭირო პროცედურასა თუ თერაპიას.