აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა “ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს.

სანქციების ავტორები ტერორისტული ორგანიზაციისა და მისი ლიდერების ფინანსების შეზღუდვას ისახავენ მიზნად. სასანქციო სიაშია 7 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი, რომლებიც დახმარებას უწევდნენ ან „ჰამასისა” და “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” სახელით მოქმედებდნენ.


„აშშ გააგრძელებს მუშაობას ჩვენ პარტნიორებთან, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსთან, რათა „ჰამასმა“ ვერ შეძლოს სასტიკი ქმედებებისთვის თანხის მობილიზება. “ჰამასის“ ქმედებებმა გამოიწვია უზარმაზარი ტკივილი და აჩვენა, რომ ტერორიზმი იზოლაციაში არ ხდება. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ერთობლივად წინ მივიწევთ “ჰამასის“ ფინანსური ინფრასტურქტურის შესასტუსტებლად და მათთვის დაფინანსების ახალი წყაროების დასაბლოკად,"  - წერია სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ.


9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო.

12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია.

პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.

18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა.

ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

28 ოქტომბერს ისრაელმა ომის მეორე ფაზა დაიწყო.