ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი განმარტავს, რა მიზნებს შეიძლება, ემსახურებოდეს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები. მან რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს განმარტა, რატომ მოხვდა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორი სანქცირებულთა შორის.
„ზოგიერთი მათგანი ანგარიშვალდებულების ხელშეწყობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. რუსეთზე სანქციების მიზანია რუსეთის სასარგებლოდ რუსეთს მავნე მოქმედებების, აგრეთვე - რუსეთის ომის მანქანის ხელშეწყობის შეჩერება, რომელსაც რუსეთი იყენებს არამხოლოდ უკრაინაში აგრესიის განსახორციელებლად, არამედ სხვაგანაც.
ასე რომ, როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არამხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის, მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად, ანდა, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფ-ეს-ბე“-სთან ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთქმედების შემთხვევისა. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ," - ამბობს ელჩი.