Politico-ს ცნობით, ესტონეთის პრემიერს NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციის დაკავება სურს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაინტერესებულია გახდეს NATO-ს გენერალური მდივანი, თუ მას მხარს დაუჭერენ. შესაბამისი კომენტარი კაია კალასმა Politico-ს მიერ ორგანიზებულ თავდაცვის ფორუმზე კითხვის საპასუხოდ გააკეთა.


კითხვას, სურს თუ არა გახდეს NATO-ს გენერალური მდივანი, კაია კალასმა დადებითი პასუხი გასცა და გაიხსენა, თუ ვინ ითვლება ამ დროისთვის არაფორმალურ მთავარ კანდიდატად.

„ახლახან გავიგე ხუმრობა, რომ შემდეგი გენერალური მდივანი უნდა იყოს ნატოს ახალი წევრი ქვეყნიდან ანუ რომელიც ნატოს წევრი 20 წელია, აუცილებლად უნდა იყოს ადამიანი იმ ქვეყნიდან, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვაზე ხარჯავს და კარგი იქნება თუ ქალი იქნება. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ეს არის მარკ რუტე,“ - განაცხადა კაია კალასმა.