ჩეხეთი თავის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო აქტივებს გაყინავს

ჩეხეთის მთავრობამ ოთხშაბათს მხარი დაუჭირა საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის წინადადებას ჩეხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო აქტივის გაყინვის შესახებ. ამის შესახებ ლიპავსკიმ X-ზე დაწერა.

პრაღამ სანქციების სიაში შეიყვანა უცხოეთში რუსული ქონების მართვის კომპანია.

ეს ღონისძიება არ ეხება ქვეყანაში რუსეთის დიპლომატიურ მისიებს, მათ შორის მის საელჩოს პრაღაში.


მინისტრს ამ აქტივების მოცულობა და გადაწყვეტილების აღსრულების პერიოდი არ დაუკონკრეტებია.

მთლიანობაში, ჩეხეთმა 415 მილიონ ევროზე მეტის მოცულობის სანქცირებული რუსული აქტივები გააყინა.

პრაღამ კიევს მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწია და ნახევარ მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.