დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, რომელიც ცოტა ხნის წინ დაბრუნდა მთავრობაში, პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.
ის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ქემერონმა დადატურა ბრიტანეთის მტკიცე ერთგულება, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.
„დევიდ ქემერონი თავის ახალ თანამდებობაზე პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია უკრაინას. კარგი შეხვედრა. იარაღი ფრონტისთვის, საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა. მადლობა ბრიტანეთს მხარდაჭერისთვის,“ - განაცხადა ზელენსკიმ. შეხვედრის ამსახველი ვიდეო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, დევიდ კემერონი საგარეო საქმეთა მინისტრად 13 ნოემბერს დაინიშნა.