საბრძოლო მასალის მწარმოებელი ინდური სახელმწიფო კომპანია Munitions India Limited-ი (MIL) სომხეთს 150 000 ერთეულ 30-მილიმეტრიან და 40-მილიმეტრიან ჭურვებს მიაწვდის. ინფორმაციას ამის შესახებ სხვადასხვა მედისაშუალება, მათ შორის სომხური სააგენტო, ინდოეთის საჰაერო-კოსმოსური სივრცის თავდაცვის სიახლეებზე (IADN) დაყრდნობით ავრცელებს.
მედია მიმდინარე წლის სექტემბერში წერდა, რომ ინდოეთმა სომხეთს ჰაუბიცები გაუგზავნა.