ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის (YSU) შენობაში პარასკევს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, სამი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სომხეთის მედიის ცნობით, აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას სომხური მხარე მოგვიანებით გაავრცელებს.
სააგენტო News-NEWS.am-ის ცნობით, დღეს დილით აფეთქება უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების ფაკულტეტის შენობის სარდაფში მოხდა.