აშშ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებს

ვაშინგტონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარის შემდეგ, სახელწმიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ვაშინგტონი სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერას აგრძელებს. უწყების სპიკერმა მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ აშშ კვლავ მოუწოდებს ორივე მხარეს, ჩაერთონ მოლაპარაკებებში.


„ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული საკითხების მოსაგვარებლად. ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, ჩაერთონ ამ მოლაპარაკებებში, მიუხედავად იმისა, არიან ისინი აქ თუ სადმე სხვაგან - გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას,“ - აღნიშნა მილერმა.

16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.