„აშშ-ს ცალმხრივმა მიდგომამ შეიძლება გამოიწვიოს შეერთებული შტატების შუამავლობის როლის დაკარგვა,“ - ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში, რომლითაც „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯეიმს ო'ბრაიენის უსაფუძვლო განცხადებას“ პასუხობენ.
„ამ პირობებში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია შემოთავაზებული შეხვედრის გამართვა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ვაშინგტონში 2023 წლის 20 ნოემბერს,“ - აღინიშნავს ბაქო.
როგორც მედია იუწყება, ო'ბრაიენმა მანამდე განაცხადა, რომ მაღალი დონის კონტაქტების დროს, აშშ არაერთხელ ხაზს უსვამდა, რომ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენება მიუღებელია. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამზადებს „ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე“ ანგარიშს მთიან ყარაბაღში მომხდარის შესახებ.