ნიდერლანდები 2024 წლისთვის უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის 2 მილიარდ ევროს გამოყოფს. ნიდერლანდების თავდაცვის უწყების თანახმად, აღნიშნული თანხა უკრაინის საჭიროებებს დაფარავს, რომელიც, მაგალითად, საბრძოლო მასალისა და უკვე მიწოდებული პლატფორმებისა და სისტემების მომსახურებაში არსებობს.
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ნიდერლანდები აგრძელებს უკრაინის დახმარებას.
„2024 წლისთვის ხელმისაწვდომია 2 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება. ამ მნიშვნელოვანი თანხით ჩვენ მკაფიო სიგნალს ვაგზავნით: უკრაინას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს,” - წერს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი სოციალურ ქსელში.
ამასთან, თავდაცვის უწყების განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნიდერლანდები უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადებას 2024 წელსაც გააგრძელებს.
„ნიდერლანდებს სურს, თავისი წვლილი შეიტანოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, რათა ქვეყანამ შეძლო კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან თავის დაცვა. ასევე არსებობს უფრო ტექნოლოგიური აღჭურვილობის საჭიროება,” - წერია განცხადებაში.