ამერიკის საელჩო მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, პროექტის დაწყების შესახებ იუწყება. შესაბამის ინფორმაციას საელჩო Facebook-ის გვერდზე ავრცელებს.
„მოხარული ვართ, რომ ვიწყებთ პროექტს მომავალი ადვოკატების მოსამზადებლად და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოებს უმნიშვნელოვანესი როლი უკავიათ სამართლიანი და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სისხლის სამართლის სისტემის უზრუნველყოფაში. მადლობას ვუხდით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ამ, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული, იმიტირებული სასამართლო პროექტის დაწყებაში პარტნიორობისთვის,“ - წერს ამერიკის საელჩო.