უკრაინაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს - Naftogaz

უკრაინის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო გიგანტმა, Naftogaz, 17 ნოემბერს განაცხადა, რომ მისმა შვილობილმა კომპანიამ ქვეყნის დასავლეთში ბუნებრივი აირის საბადო აღმოაჩინა. აღმასრულებელმა დირექტორმა, ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ ეს აღმოჩენა ნავთობისა და გაზის კომპანიის სტრატეგიაში შიდა წარმოების გასაზრდელად, კიდევ ერთი ნაბიჯია.

“ნაფტოგაზის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ჭაბურღილი 1600 მეტრის სიღრმეზე იყო გაბურღული.


მას შემდეგ, რაც ერთი წლის წინ „ნაფტოგაზის“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა, ჩერნიშოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას სურს, გაზარდოს შიდა გაზის მოპოვება და კომპანია მიზნად ისახავს 2024 წელს 14 მილიარდი კუბური მეტრის წარმოებას, მიმდინარე წლის 13,5 მილიარდი კუბური მეტრიდან.