ყაზახეთის ხელისუფლებამ დაბლოკა რუსული Sputnik24 სერვისი, რომელიც ყაზახეთში რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი ტელეარხების მაუწყებლობას ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ყაზახური მედია გამოცემა Arbat Media წერს.
ხელისუფლებამ მიზეზად დაასახელა ის, რომ რუსულ ტელეარხებს ყაზახეთში მუშაობის ლიცენზია არ აქვთ. გავრცელებული ინფორმაციით, არხების დაბლოკვის ბრძანება ჯერ კიდევ ივნისში გაფორმდა.
24 ოქტომბერს, მოლდოვამ დაბლოკა წვდომა 22 რუსულ მედიარესურსზე და განაცხადა, რომ ისინი გამოიყენებოდა როგორც "საინფორმაციო ომის" ნაწილი ქვეყნის წინააღმდეგ.
მოსკოვთან ასტანის ისტორიულად მჭიდრო კავშირების მიუხედავად, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი არ აღიარებს ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებს რუსეთის ტერიტორიად.