Reuters: შავ ზღვაში თურქული გემი გაუჩინარდა

თურქული გემი 12-კაციანი ეკიპაჟით შავ ზღვაში კვირას ძლიერი შტორმის გამო დაიკარგა. იტყობინება Reuters-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეკიპაჟის წევრებთან კონტაქტი ვერ დაამყარა. გემის კაპიტანმა გამოაცხადა, რომ ხომალდი ჩრდილო-დასავლეთ თურქეთის მახლობლად მდებარე ტალღისკენ მიემართებოდა.

უამინდობამ ხელი შეუშალა სამძებრო-სამაშველო ჯგუფების შესვლას იმ ტერიტორიაზე, სადაც გემი გაუჩინარდა. სააგენტოს ცნობით, ოფიციალური ძებნის ოპერაცია დაიწყება მას შემდეგ, რაც ამინდი გაუმჯობესდება.