ლოიდ ოსტინი: პენტაგონი კონგრესთან უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დასამტკიცებლად იმუშავებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პენტაგონი კონგრესთან უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების დასამტკიცებლად იმუშავებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესში უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება და მისი დეპარტამენტი მუშაობას, რათა კიევის თავდაცვისა და სხვა საჭიროებებისთვის დამატებითი დაფინანსება მოიპოვოს.


„კვლავ ვხედავ ორპარტიულ მხარდაჭერას კონგრესის ორივე პალატაში და ვიცი, რომ არის რაღაცები, რაზეც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა დამატებითი მოთხოვნის დასამტკიცებლად და ჩვენ ამის შესახებ კონგრესთან მუშაობას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა ოსტინმა კიევში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე.


ოსტინის თქმით, რაც უკრაინაში ხდება, არა მხოლოდ უკრაინის არამედ, მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის.

„რაც აქ ხდება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო წესრიგზე, რომელიც დაფუძნებულია წესებზე. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც დიქტატორმა ერთ დღეს შეიძლება გაიღვიძოს, ადგეს და თავისი მშვიდობიანი მეზობლის საკუთრების ანექსია გადაწყვიტოს,“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

კიევში ვიზიტის დროს ლოიდ ოსტინმა უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.