რას მოიცავს $100 მილიონიანი სამხედრო დახმარება, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო

აშშ-მ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. ახალი დახმარება მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) და დამატებით საბრძოლო მასალებს.


ახალ პაკეტში შედის Stinger-ის ტიპის საზენიტო რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, Javelin-ი და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, 3 მილიონზე მეტი ტყვია. პაკეტში ასევე შედის ცივი ამინდის აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალები დაბრკოლებების გადასალახად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს პაკეტი წინასწარ იყო შეთანხმებული.


„პაკეტი უკრაინას დაეხმარება ბრძოლის ველზე არსებულ საჭიროებებზე რეაგირებაში, თავისი სუვერენული ტერიტორიის დაბრუნებისთვის წარმოებულ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია კონგრესმა დაამტკიცოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თხოვნა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე,“ - განაცხადა ბლინკენმა.