მთავრობის ადმინისტრაციასთან ნიკა მელიას მხარდამჭერი აქცია იმართება.
აქციაზე შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიიის წარმომადგენლები.
ორგანიზატორებმა აქცია საქართველოს ჰიმნით გახსნეს.
ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, მათ ხელისუფლებასთან ორი მთავარი მოთხოვნა აქვთ - ნიკა მელია გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნა. მათივე თქმით, დღევანდელ აქციაზე ისინი ოპოზიციის სამომავლო გეგმებს გააჟღერებენ.