საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევრომაიდანმა ფორმა მისცა ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთად იდგებიან ევროპულ ოჯახში.
„პატივს მივაგებთ ღირსებისა და ურყევი თავისუფლების ათწლეულს! 2023 წელს ევრომაიდნიდან მე-10 იუბილე აღინიშნება - ძლიერი მომენტი, რომლის ექო საზღვრებს გასცდა, ფორმა მისცა ახალ ევროპულ მომავალს, სადაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ერთად იდგებიან ევროპულ ოჯახში,” - წერს ზურაბიშვილი X-ზე.