WhatsApp-მა ელ.ფოსტის საშუალებით ავტორიზაციის ახალი ფუნქცია დანერგა.
განახლება ავტორიზაციის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც პროგრამაში ტრადიციულ, SMS-ით შესვლის ვარიანტს ავსებს. ახალი ფუნქციის გამოსაყენებლად, მომხმარებელმა აპლიკაციის პარამეტრებში უნდა მიუთითოს ელ.ფოსტის მისამართი. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ფოსტის გამოყენება მესენჯერში შესასვლელად ახლა უკვე შესაძლებელია, მესენჯერის საშუალებით სხვა მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის მაინც მობილური ტელეფონის მოქმედი ნომერია საჭირო.