ვოლოდიმირ ზელენსკი: დონალდ ტრამპს თუ კონკრეტული სამშვიდობო გეგმა აქვს, შეუძლია, გამიზიაროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, გაეცნოს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას, თუ მას ასეთი გეგმა აქვს.

„მე მზად ვარ. თუ მას კონკრეტული სამშვიდობო გეგმა აქვს, შეუძლია, გამიზიაროს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ ეს ომი, თუ დონბასსა და ყირიმს რუსეთს გადავცემთ. ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყანა ასეთი სამშვიდობო გეგმისთვის მზად არ არის. ეს სამშვიდობო გეგმა არ არის,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველყოფა ძალიან სწრაფად შეუძლია.