ლიეტუვამ რუსეთისა და ბელორუსის 2000-ზე მეტი მოქალაქე ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადა

ლიეტუვამ რუსეთისა და ბელორუსის 2000-ზე მეტი მოქალაქე ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ გამოაცხადა.

მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემქმნელად ბელორუსის 1644 მოქალაქე გამოაცხადეს. 450 შემთხვევაში ბელორუსებს გაუუქმდათ დროებითი ბინადრობის ნებართვა. გარდა ამისა, ორ მოქალაქეს უარი ეთქვა ლიეტუვაში მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე, რვას კი ასეთი დოკუმენტი გაუქმდა. 279 შემთხვევაში უარი ეთქვათ ლიეტუვის ვიზის მიღებაზე.


ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ რუსეთის 397 მოქალაქე გამოაცხადეს. მათგან 76-ს უარი ეთქვა დროებითი ბინადრობის ნებართვაზე. 84 რუსს უარი ეთქვა შეცვლილი ბინადრობის ნებართვაზე, 90-ს გაუქმდა ადრე გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვა, ხოლო 90-ს გაუუქმდა მუდმივი ბინადრობის ნებართვა. 55 შემთხვევაში რუსებს უარი ეთქვათ ვიზებზე.


ბელორუსისა და რუსეთის ყველა სრულწლოვანმა მოქალაქემ უნდა შეავსოს ფორმა, როდესაც წარადგენენ განაცხადებს ლიეტუვაში ცხოვრების უფლების მინიჭების, ან დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის, ან ცვლილების შესახებ, ახალი დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემის, ან ეროვნული ვიზის მიღებისთვის. ფორმა შეიცავს კითხვარს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, განმცხადებელმა უნდა დააფიქსიროს პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით.