„დღევანდელი მოვლენები საქართველოსთვის უზარმაზარი უკუსვლაა. ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან“, - ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა.
დევიდ კრამერმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების თაობაზე.
“რაც დღეს მოხდა, მოვლენების საშინელი განვითარებაა. "ნაციონალური მოძრაობის" შტაბ-ბინაში შეჭრის და ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება წინდაუხედავი და პროვოკაციული ნაბიჯია, რომელმაც შეიძლება, კრიზისის სახიფათო ესკალაცია გამოიწვიოს. ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ეს მოიცავს დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას. დღევანდელი მოვლენები საქართველოსთვის უზარმაზარი უკუსვლაა. ახლა მხოლოდ კრემლში იღიმიან", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ დევიდ კრამერმა.