პარამოფარიკავე, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედალოსანი, მსოფლიოს თასის 22 ოქროს მედლის მფლობელი ირმა ხეცურიანი გაეროს ბავშვთა ფონდმა ელჩებს შორის წარადგინა.
„იუნისეფის“ ელჩებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საზოგადოებაში ბავშვთა უფლებების დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით,“ - წერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.