ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დანით შეიარაღებული პირი გამვლელებს დაესხა თავს. თავდასხმა სასწავლო დაწესებულებასთან ახლოს მოხდა.
BBC-ის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანია.
გამოცემის ცნობით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.