ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ „2024 წლის წლის არჩევნები გადამწყვეტი იქნება არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ევროპისთვის, რადგან ევროპას სჭირდება გამჭვირვალე, ოლიგარქიული და კრემლის გავლენებისაგან თავისუფალი საქართველო."
კუბილიუსის თქმით, გამარჯვების კოალიცია ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს უახლესი მომავლისთვის.
„ნამდვილად სასიამოვნოა, ყველას მოგილოცოთ ორი მნიშვნელოვანი თარიღი. პირველ რიგში, მსურს, მივულოცო მთლიანად ქართველ ხალხს და ოპოზიციას ბოლო მიღწევა, როდესაც ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
ეს არის წინ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯი, არა საქართველოს მთავრობისთვის, არამედ, ქართველი ხალხისთვის. მეორე რიგში, გილოცავთ "ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავს. კარგი დამთხვევაა, რომ საქართველოს და მთლიანად ევროპის კონტინენტი ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას ერთდროულად აღნიშნავს," - განაცხადა კუბილიუსმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.