აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა.
თოყაევი მონაწილეობას გაეროს მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული სპეციალური პროგრამის (SPECA) სამიტში, რომელიც ბაქოში იმართება.
„დღეს ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებს კასპიის ზღვაში და უფრო ფართო რეგიონში. კარგი საფუძველი ჩაეყარა ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას. ალბათ ყველა ქვეყანას შეუძლია, დაინახოს რამდენად წინ წავედით. სასიხარულოა, რომ ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობები დღეს ახალი შინაარსით ივსება. დიდი მადლობა ამ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. ბოლო დროს ჩვენი კონტაქტები საკმაოდ რეგულარული გახდა. ამ თვეში უკვე შევხვდით ყაზახეთში. ამიტომ, ვფიქრობ, მომავალ წელსაც დავგეგმავთ მსგავს დინამიკას,“ - განაცხადა ალიევმა.
„გეთანხმებით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა აღმავალი ტენდენციით ხასიათდება, ჩნდება ახალი პროექტები. ერთმანეთის მიმართ კითხვები არ გვაქვს. ჩვენ ნამდვილად სტრატეგიული პარტნიორები და ფაქტობრივი მეზობლები ვართ კასპიის ზღვაზე. ისტორიული მოვლენაა ასევე სტრატეგიული ურთიერთობების განმტკიცებისა და ალიანსის გაღრმავების შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მიღება, ასევე უმაღლესი სახელმწიფოთაშორისი საბჭოს შექმნა. როგორც აღვნიშნე, ამ შესაძლებლობით ვისარგებლე, გადავწყვიტე, სრული დელეგაციათ ჩამოვსულიყავი ბაქოში,“ - აღნიშნა თავის მხრივ, თოყაევმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ SPECA-ს წევრი ქვეყნების გარდა, ამ სამიტს უერთდებიან უნგრეთი და საქართველო, რომლებიც რეგიონის ქვეყნების მეგობრები და პარტნიორები არიან. აღინიშნა, რომ უნგრეთი და საქართველო ასევე იყვნენ პარტნიორი ქვეყნები სატრანსპორტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით.