სომხეთის პრემიერის განცხადებით, სომხეთმა მილიონობით დოლარი გადაუხადა რუსეთს იარაღში, მაგრამ არც იარაღი მიუღია და ვერც ფული დაიბრუნა. ფაშინიანის თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რა მექანიზმებით შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა.
„მაგალითად, ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს სომხეთის [ეროვნული] ვალის შემცირება რუსეთის მიმართ გადახდილი თანხის ოდენობით. ეს არ არის ერთადერთი ვარიანტი. მაგრამ აქაც თავად რუსეთს სჭირდება შეიარაღება და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ. იმედი მაქვს, რომ ეს დისკუსიები კონკრეტულ შედეგებს მოიტანს,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას ფაშინიანმა შეცდომა უწოდა. ბოლო ხანს ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრებს არ ესწრება, თუმცა კანმარტავს, რომ CSTO-ს დატოვებას არ აპირებს.