ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე პარასკევს კიევს ეწვია.
„დღეს კიევში ჩემს პირველ გაჩერებაზე პატივი მივაგეთ კაცებსა და ქალებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ერის ყველაზე ფუნდამენტური უფლებების დაცვას: თავისუფლებას. მათ სიცოცხლე გაწირეს იმისთვის, რომ ჩვენ, ყველა დაგვიცვან,“ - წერს შიმონიტე X-ზე.
„ერთადერთი გზა გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, უკრაინის დახმარებაა, რათა მან რაც შეიძლება მალე გაიმარჯვოს, დაიბრუნოს მისი სრული ტერიტორიული მთლიანობა და აღადგეს უფრო ძლიერი,“ - აღნიშნავს შიმონიტე.